"ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მომზადების მიზნით, რეგიონებში გასვლას და შეხვედრებს იწყებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის მიზანია, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ბრიფინგზე ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა ოპონენეტები. კრიტიკას უპასუხა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველ პარტიას გაძლიერებული ოპოზიციური ფლანგის ეშინია. რა შეფასებები მოყვა ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სალომე ჯაფარიძე არკვევდა და მეტს სწორედ ის გვეტყვის