აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის კომპლიმენტია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან იმის თქმა, რომ ურჩევნია არჩევნებში მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს. სამხრეთ კაროლინაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ“ საქმეებს გააკეთებს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს.