უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინის დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი. კიევის ქალაქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ კიევის მიმართულებით ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს და ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ლვოვში თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი სახლები და კერძო ავტომობილები. ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.