პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მურუსიძე-ჩინჩალაძის და მათი გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად. პარტიის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციაზე და გამოიძიოს ელიტური კორუფციის თითოეული ფაქტი. როგორც „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 9 პუნქტის შესრულების დეტალური ხედვა განმეორებით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი შესრულების შემთხვევაში კი საქართველო დაიბრუნებს ლიდერობას "ასოცირების ტრიოში" და უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.