საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში მილიარდ 629 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი იმპორტიროებში პირველობას 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2011 წელს საქართველოში ჯამში მლრდ დოლარზე ოდნავ მეტი საკვები და სასმელი შემოვიდა, აქედან 15,3%-ით რუსეთი, მეორე იმპორტიორი ქვეყნის ადგილს იკავებდა, უკვე 2012 წლიდან მისი წილი 18%-მდე გაიზარდა და მას შემდეგ, პირველ ადგილზეა. უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის წილი შემცირებული იყო. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჯამში მილიარდ 533 მილიონი დოლარის საკვები და სასმელი შემოვიდა, აქედან დაახლოებით 491 მლნ დოლარის (32%) რუსული იყო .