ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება. ლიბანში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაარტყა, რასაც ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ღაზას სექტორში კი კვლავ დაძაბულია ვითარება, სადაც ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი გეგმავენ ქალაქი რაფაჰი დაიკავონ - აღნიშნულ დასახლებას თავს მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს.