აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ რუსეთი კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს, რაც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი. მისივე თქმით, ეს აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის სერიოზული საფრთხეა. ამასთან, ის ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფით "საიდუმლო" მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა საჭირო ნაბიჯების განხილვა ღიად შეძლოს. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული საფრთხის გამო აშშ-მა ევროპელი მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.