რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში კრემლს არ დაუწყია და პირიქით, მის შეჩერებას ცდილობს. ამავე დროს, ინტერვიუში, რომელიც მან "რასია 1-ის" ჟურნალისტ, პაველ ზარუბინს მისცა, პუტინი ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს. პუტინმა ევროპაში არსებული ვითარების გამწვავებაში დასავლეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.