ლიბერთიმ ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატპორმა დანერგა. Visa-ს აღნიშნული ინოვაციური პლატპორმა „ლიბერთი ბანკის“ ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect-ი „ლიბერთი ბანკსა“ და მის ბიზნეს მომხმარებლებს იმის საშუალებას მისცემს, რომ საერთაშორისო გადახდები სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად განახორციელონ. Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი რგოლის რაოდენობას ამცირებს, რაც უფრო იაფი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა. აღნიშნული პლატპორმა ასევე, შეიძლება გამოიყენონ ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში გადახდების განსახორციელებლად 110 ქვეყანაში.