ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებაში, 5-ი პაციენტი მკურნალობს. სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.