დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "უდოს" კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ის საპატიმროდან რეანომობილით ქობულეთში, საკუთარ სახლში უკვე გადაიყვანეს. ყოფილმა მსჯავრდებულმა ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც სასულიერო პირის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, მამალაძეს, სასჯელის მოხდამდე, 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი. გიორგი მამალაძე სასჯელს 7 წლის განმავლობაში იხდიდა. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნეს.