ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ. მთავრობის ოფიციალური წერილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს 3 დღის წინ გაეგზავნა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად ქვეყანაში უფრო მეტი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანას ითხოვს. მათივე შეფასებით, დამკვირვებელთა მოწვევის გარდა, მთავრობამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, რისთვისაც, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და თუ რას აცხადებს ის.