წიგნის მთავარი გმირი , ამერიკელი არქიტექტორი ფრედერიკ ჰენრია, პირველ მსოფლიო ომში იტალიის მხარეს მოხალისედ წასული მამაკაცი , რომელიც მსახურობს სამედიცინო ნაწილში , სატრანსპორტო განყოფილების მეთაურად. აქ ფრედერიკი ხვდება ინგლისელ ექთანს, კეტრინ ბარკლის , რომლის მიმართაც სასიყვარულო გრძნობები უჩნდება. მალევე მოკავშირეთა დამარცხებისა და უკან დახევის შემდეგ , ფრედერიკი იძულებულით დეზერტირი ხდება , რათა იტალიის საველე ჟანდარმერიამ მისი ამერიკული აქცენტის გამო ჯაშუშობაში არ დასდოს ბრალი. კეტრინთან ერთად ის გარბის ნეიტრალურ შვეიცარიაში, სადაც საიმედო თავშესაფარს პოულობს , მაგრამ ბედნიერება აშკარად ხანმოკლე აღმოჩნდება. კეტრინი, რომელიც იტალიაში ფრედერიკისგან დაორსულდა , მშობიარობის დროს შვეიცარიის საავადმყოფოში კვდება.ერნესტ მილერ ჰემინგუეი 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბან ოკ-პარკში დაიბადა.
სასკოლო განათლება რივერ-ფორესტის სკოლაში მიიღო სადაც 1913 წიდან 1917 წლამდე სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰემინგუეი ერთ ხანს ადგილობრივ გაზეთში მუშაობდა, მერე კი ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა.
ერნესტი 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, საიდანაც მოხვდა ცეცხლის ხაზზე და მძიმედ დაიჭრა. მწერალი მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ჰოსპიტალში მკურნალობის დროს ერნესტს ამერიკელი მედდა შეუყვარდა, ათი წლის შემდეგ კი ეს სასიყვარულო ამბავი და ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში , მისი რომანები ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად მწერლად.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2011 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელდა და პალიტრა ელის