რუსთავის მერია, ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს აგრძელებს. ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჯერად მშვიდობის ქუჩაზე დაათვალიერა, სადაც 1400 მეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება. გათვალისწინებულია 4-ი ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის და 3-ი საკვანძო ჭის მოწყობაც. მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება რუსთავში, 18 000-მდე აბონენტს გაუუმჯობესდება.