საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდება. ასევე შეხვედრაა დაგეგმილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც. აღნიშნულ შეხვედრებზე საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის მიმდინარე დღის წესრიგზე ისაუბრებენ.