სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში იმყოფება, სადაც ის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას. მათივე თქმით, ახლად არჩეულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას თავი აარიდა და გადაწყვიტა, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში დაეგეგმა. „ქართული ოცნების“ ოპონენტების განცხადებით, მთავრობა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ყველა ფორმატს უნდა იყენებდეს.