საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიასთან მოწვევა გაიგზავნა. ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან. მთავრობის ოფიციალური წერილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს 3 დღის წინ გაეგზავნა. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ქვეყანაში უფრო მეტი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანას ითხოვს. მათივე შეფასებით, დამკვირვებელთა მოწვევის გარდა, მთავრობამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, რისთვისაც, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. „ქართული ოცნება“ კი პირობას დებს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, თავისუფალად და სამართლიანად ჩატარდება, რასაც, მმართველი პარტიის შეფასებით, სადამკვირვებლო მისიის მოწვევაც ადასტურებს.