პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ მოუწოდებს, რომ მძევლების გათავისუფლებას დათანხმდეს. აბასმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეთანხმება ქალაქ რაფაჰს, ისრაელის მხრიდან სამხედრო ოპერაციისგან გადაარჩენს. ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი აქამდე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში განიხილეს, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, „მოსადის“ ხელმძღვანელი, კატარის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის ოფიციალურ პირები ერთმანეთს შეხვდნენ.