შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. ისინი, ე.წ. "პრომო გოგონების" მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.