ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების ადვოკატის, მანანა მოსულიშვილის განცხადებით, მოკლულ მამაკაცს წარსულში ერთ-ერთი ძმის, ედვინ ბაგაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მიცემული არ აქვს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში დაზარალებული საერთოდ არ ფიგურირებდა. კითხვაზე, თუ რატომ განუცხადა ბრალდებულმა გამოძიებას, რომ ფელიქს კაპანოვს მის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული ჰქონდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამის შესახებ დაკავებულმა, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო განაცხადა.