საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში იმყოფება, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას. პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობაც გამოეხმაურა. ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს წინაადეგ სასაუბროდ მომზადებული ფონი ხვდება. როგორ აფასებენ პოლიტიკური აქტორები პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს, სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.