კრემლი უარყოფს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.
კითხვაზე, სიმართლე იყო თუ არა Reuters-ის ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება გააკეთა, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ „არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
Reuters-მა სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წელს ვლადიმერ პუტინმა ვაშინგტონს, საჯარო და პირადი შუამავლების გამოყენებით, აცნობა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განხილვისთვის მზად იყო.
პუტინის შეთავაზება კონფლიქტის უკრაინის იმ საზღვრებში გაყინვას ითვალისწინებდა, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული.