ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანა პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრებს ირჩევს. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი, პრაბოვო სუბიანტო ითვლება, რომელსაც ორი ყოფილი გუბერნატორი უპირისპირდება. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ორჯერ შეიძლება, რის გამოც ქვეყნის მოქმედ პირველ პირს, ჯოკო ვიდოდოს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს.