უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა - Palitra News

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა

2024-02-14 15:07:21+04:00

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. უწყების განმარტებით, თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს. გენშტაბის ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული შეტევების დროს რუსული სადესანტო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.