ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა - Palitra News

ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

2024-02-14 15:07:14+04:00

რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის განცხადებით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. იერიშების შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 სააში, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 159 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 162-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა.