მერიის გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოხდება. კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.