საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის და რუმინეთის ელჩებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის და რუმინეთის ელჩებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

2024-02-14 15:07:37+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის და რუმინეთის ელჩებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.