საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენშია და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ პრეზიდენტის მიუნხენში გამგზავრებას,და ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას. პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობაც. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს რომ მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილს ქვეყნის წინაადეგ გზავნილების გაჟღერებისთვის მომზადებული ფონი ხვდება. მან გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად ერთ-ერთი ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს ეხება,რომელშიც ის ოლიგარქად არის მოხსენიებული. როგორ აფასებენ პოლიტიკური აქტორები პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს.