საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს-ოდირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში იწვევს - წერილი უწყების სახელით ეუთოში 12 თებერვალს შევიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლას ხელი შეუწყოს, ოქტომბრის არჩევნები კი დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი, სადამკვირვებლო მისიის მოწვევის გარდა ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციაც უნდა გაითვალისწინოს.