როგორ მიმდინარეობს ძალოსნობის ევოპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიც იღებს - Palitra News

როგორ მიმდინარეობს ძალოსნობის ევოპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიც იღებს

2024-02-14 12:35:29+04:00

გუშინ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიც იღებს. ტურნირის პირველ დღეს 3 ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილმა 2 ვერცხლის მოპოვება შეძლო, ხოლო 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე 2 ბრინჯაოს დაეუფლა.