ჯო ბაიდენის შეფასებით, ნატო-ს მოკავშირეებზე, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია. მისი თქმით, ტრამპის კომენტარი ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი სენატმა უკვე მიიღო და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, წყალს ვლადიმერ პუტინის წისქვილზე დაასხამს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან ნატოს ის მოკავშირეები არ დაიცვას, რომლებიც საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ.