აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა. საკითხთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ის ინფორმაციით, არსებობს მოლოდინი, რომ იპიჩმენტის უარყოფას მხარს ყველა „დემოკრატი“ დაუჭერს. გამოცემის ცნობით, ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტის პროცესს ფარსს და სისულელეს უწოდებენ. მაიორკასი, ბოლო 150 წლის განმავლობაში, აშშ-ის პირველი მინისტრია, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყეს.