გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის მთავარი ფაქტორებია. ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სურსათის დეფიციტისა და ტემპერატურის მატების გავლენა განიხილოს. მისივე თქმით, კლიმატის მკვეთრი ცვალებადობა საკვების წარმოებას საფრთხეს მთელ მსოფლიოში უქმნის. გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ზომების მიღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.