წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.