კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორებია, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„კლიმატი და კონფლიქტი ჩვენი გლობალური სასურსათო კრიზისის ორი წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორია. სადაც ომები მძვინვარებს, შიმშილი ბატონობს - იქნება ეს ხალხის გადაადგილების, სოფლის მეურნეობის განადგურების, ინფრასტრუქტურის დაზიანების, თუ შეზღუდვის მიზანმიმართული პოლიტიკის გამო“, - განაცხადა ანატონიო გუტერეშმა.
ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სურსათის დეფიციტისა და ტემპერატურის მატების გავლენა განიხილოს.
„ამავდროულად, კლიმატური ქაოსი საკვების წარმოებას მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს. სამყარო შიმშილსა და კონფლიქტს შორის არსებული დამანგრეველი ურთიერთობის მაგალითებით სავსეა“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.