ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. თავდაცვის ძალების მეთაურის თქმით, გამოწვევის გადასაჭრელად სხვა ქვეყნების რჩევები დასაფასებელია, თუმცა თავდაცვის ძალებმა აჩვენეს, რომ მტერთან ბრძოლა ასეთ რთულ გარემოშიც შეუძლიათ. ჰალევის არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სტრატეგიით იმოქმედებენ ჯარისკაცები და როგორ უზრუნველყოფენ რაფაჰიდან მოქალაქეების გაყვანას.