სოფელ იფნარის მიმდებარე ტყიდან თბილისის ზოოპარკში გადმოყვანილი დათვი მეთვალყურეობის ქვეშაა და მკურნალობის კურსს გადის - Palitra News

სოფელ იფნარის მიმდებარე ტყიდან თბილისის ზოოპარკში გადმოყვანილი დათვი მეთვალყურეობის ქვეშაა და მკურნალობის კურსს გადის

2024-02-14 09:19:54+04:00

სოფელ იფნარის მიმდებარე ტყიდან თბილისის ზოოპარკში გადმოყვანილი დათვი მეთვალყურეობის ქვეშაა და მკურნალობის კურსს გადის. ცხოველი ამჟამად ზოოპარკის საკარანტინე სივრცეშია. თბილისის ზოოპარკს გორის პოლიციიდან 12 თებერვალს დაუკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვეს. ზოოპარკში დაბინავების შემდეგ, დათვს ჭრილობა დაუმუშავდა და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.