სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი ახალციხის საქმიან ეზოში გადაიტანეს. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.