გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ზონებში გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს, მდგრად ადგილზე გადაყვანას 300-მდე ოჯახი დაექვემდებარა. მათივე ცნობით, გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას აგრძელებს. გარდა ამისა, სააგენტოს თანახმად, იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.