მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი მორიგი შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებას სრულფასოვნად არ აპირებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით არანაირი მოლოდინები არ აქვთ, რომ სასამართლო სისტემაში რამე შეიცვლება , ამის თქმის საფუძველს კი ქართული ოცნების მიერ არგათვალისწინებული ვენეციის კომისის დასკვნებები აძლევთ