საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღბად გაემგზავრა. 2024 წლის მიუნხენის კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება, რომლის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში გამგზავრებას,და ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას.