სიუნიქში, აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპული სომეხი ჯარისკაცის შესახებ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლი აზერბაიჯანულმა ძალებმა გახსნეს, რასაც სომეხი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა.