ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს - Palitra News

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

2024-02-13 19:30:45+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა. გარდაცვლილ მსახიობს პატივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.