გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები “ქართულ ოცნებას” ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ. თემასთან დაკავშირებით დღეს “ლელოს” ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, მწყობრი სისტემა შექმნას, რომელიც მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. მოქმედების სისტემის არარსებობაზე ექსპერტი ნინო ჩხობაძეც საუბრობს. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყებაც კი არ მოიძებნება, რომელიც პროცესებს კოორდინაციას გაუწევს. ხატია სამხარაძე აგრძელებს თემაზე საუბარს