„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6 და 7 მარტს გაიმართება. პარტიის ცნობით, მისაწვევი წერილი, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს ეკუთვნის. ვებერი წერილში განმარტავს, რომ კონგრესზე განსახილველი ძირითადი საკითხი მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება იქნება