მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირას ჩატარდება. თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებას სრულფასოვნად არ აპირებს. თავისმხრივ ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ხელისუფლება ისევე იმუშავებს 9 რეკომენდაციაზე, როგორც 12 - ზე იმუშავა. ვნახოთ მაგდა ბლუაშვილის სიუჟეტი