პარტია საქართველოსთვის წევრები საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის მიერ მიღებული და ამ დრომდე კონფიდენციალური ყველა განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს. გიორგის გახარიას გუნდში აცხადებენ რომ თუ ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა სურს, მაშინ ეს საქმით უნდა დაამტკიცოს. ყოფილი პრემიერის გუნდს ქართულ ოცნებაში უპასუხეს - მმართველი გუნდში ამბობენ რომ მთავრობის მიერ მიღებული აქტების გამოქვეყნება სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს შეწყდა, არსებული ხარვეზი კი ირაკლი კობახიძემ გამოასწორა. მერაბ პაპაშვილი აგრძელებს თემაზე საუბარს