უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას, რა დროსაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
„ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.
„ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქედან 61 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტს მხარი 70 სენატორმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 29 კანონმდებელი წავიდა.