რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედიაზონა“ ავრცელებს.
რუსულმა მედიასაშუალება „მედიაზონამ“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ძებნილის ბარათი მოიპოვა და ინფორმაცია გამოაქვეყნა.
რუსეთის ხელისუფლება ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კაია კალასთან ერთად ესტონეთის სახელმწიფო მდივანს, ტაიმარ პეტერკოპს, ასევე, ლიეტუვის კულტურის მინისტრს, სიმონას კაირისსა და ლატვიის სეიმის წევრებს ეძებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე უცხო სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის წინააღმდეგ აღძრა.
„მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნის 396 მოქალაქის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებსაც რუსეთი დაქირავებული მებრძოლის საქმიანობისთვის ეძებს. აღნიშნულიდან ყველაზე დიდ ჯგუფს, 100 ადამიანს, საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულ ლეგიონთან არიან ასოცირებული.
მთლიანობაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 96 ათასზე მეტი საძიებო ბარათი აქვს.