რიში სუნაკი ირაკლი კობახიძეს - გულთბილად გილოცავთ პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას - ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ქვეყანებს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა - Palitra News

რიში სუნაკი ირაკლი კობახიძეს - გულთბილად გილოცავთ პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას - ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ქვეყანებს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა

2024-02-13 15:45:31+04:00

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. რიში სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლეც. ამერიკელი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს,რომ მასა და ირაკლი კობახიძეს შორის პოზიტიური სატელეფონო საუბარი შედგა.